იქმნება 5 წევრისგან შემდგარი, 5 შემთხვევითი გუნდი. გუნდები ეცნობიან წესებს და ეძლევათ დავალება მოამზადონ კითხვები მასალიდან, რომელიც განთავსებულია სტუდენტის ბლოგზე: www.StudentBlog.ge
ინტელექტუალური ოლიმპიადა
პირველი ქართული ოლიმპიადა 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისთვის
კითხვის გაგზავნა
წესები
1. გაცნობითი შეხვედრა
2. შიდაშესარჩევი შეხვედრა
იმართება შემთხვევით გუნდებს შორის. დავუშვათ გაიმარჯვა მწვანე ბაბთიანთა გუნდმა – ყველა წევრი ხდება ძირითადი გუნდის ლიდერი და დამარცხებული გუნდების წევრებისგან ქმნის საკუთარ გუნდს.
3. ფინალური შეხვედრა
იმართება სკოლის შიდა შესარჩევი შეხვედრის დროს გამოვლენილ, ძირითად გუნდებს შორის. ფინალური შეხვედრისას ხდება სკოლის გამარჯვებული გუნდის გამოვლენა, რომელიც იასპარეზებს სუპერფინალში.
4. სუპერფინალი
იმართება სკოლებში გამარჯვებულ გუნდებს შორის. გამოვლინდებიან და ჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული გუნდები, საუკეთესო კითხვის ავტორი, საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო ლიდერი.